მედიის ცნობით, დონალდ ტრამპისა და ემანუელ მაკრონის პრესკონფერენცია, რომელიც უახლოეს პერიოდში უნდა დაწყებულიყო, გადაიდო
მედიის ცნობით, დონალდ ტრამპისა და ემანუელ მაკრონის პრესკონფერენცია, რომელიც უახლოეს პერიოდში უნდა დაწყებულიყო, გადაიდო

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ერთობლივი პრესკონფერენცია, რომელიც უახლოეს პერიოდში უნდა დაწყებულიყო, გადაიდო. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

როგორც „ბიბისი“ იუწყება, პრესკონფერენციის გადადების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დღეს თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდა.