მედიის ცნობით, დიდ ბრიტანეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემის გადასაჭრელად, შესაძლოა, სამხედროები დაიხმარონ
მედიის ცნობით, დიდ ბრიტანეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემის გადასაჭრელად, შესაძლოა, სამხედროები დაიხმარონ

დიდ ბრიტანეთში მესამე დღეა ავტოგასამართ სადგურებთან გრძელი რიგები დგას. პანიკა მას შემდეგ დაიწყო, რაც მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში საწვავის დეფიციტია.

მედიის ცნობით, ხელისუფლება ამ ფაქტს უარყოფს და ამტკიცებს, რომ ქვეყანაში საწვავის საკმარისი მარაგი არსებობს, თუმცა მის მიწოდებაში გარკვეული პრობლემები არსებობს, რაც ბენზინმზიდი ავტომობილების მძღოლების ნაკლებობას უკავშირდება.

დანაკლისი ბრექსითის შემდეგ გაჩნდა. პრობლემის გადასაჭრელად, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება დათანხმდა, სასწრაფო წესით გასცეს 5 000 ევროპელი მძღოლისთვის დროებითი ვიზა. თუმცა ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს საკმარისი არ არის, რადგან რეალურად, ქვეყანას დეფიციტის აღმოსაფხვრელად დაახლოებით 90 000 მძღოლი სჭირდება. დიდი ბრიტანეთის მთავრობა კრიზისული სიტუაციის აღმოსაფხვრელად, კონკურენციის შესახებ კანონის დროებით შეჩერებასაც აპირებს. ამასთან, ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ საწვავის მიწოდებაში არმია ჩაერთოს.