მედიის ცნობით, დეკლარაციის მიხედვით, ვოლოდიმირ ზელენსკისა და მისი ოჯახის შემოსავლებმა 2024 წელს 340 000 ევრო შეადგინა, საიდანაც ნახევარზე მეტი სახელმწიფო ობლიგაციებიდან არის მიღებული
მედიის ცნობით, დეკლარაციის მიხედვით, ვოლოდიმირ ზელენსკისა და მისი ოჯახის შემოსავლებმა 2024 წელს 340 000 ევრო შეადგინა, საიდანაც ნახევარზე მეტი სახელმწიფო ობლიგაციებიდან არის მიღებული

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და მისი ოჯახის შემოსავლებმა 2024 წელს 340 000 ევრო შეადგინა.

გასაჯაროებული დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ჯამური 15.3 მილიონი გრივნიდან ნახევარზე მეტი მიღებულია სახელმწიფო ობლიგაციებიდან, დანარჩენი თანხა კი პრეზიდენტის ხელფასის, საბანკო პროცენტებისა და უძრავი ქონების არენდიდან მიღებული შემოსავლებია.

გასული წლის განმავლობაში აქტივებში, უძრავ ქონებასა და სატრანსპორტო საშუალებებში არსებითი ცვლილებები არ ფიქსირდება.