დანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება
დანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება

დანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ქვეყნის მოქმედი პრემიერი, სოციალ-დემოკრატი მეტე ფრედერიკსენი, რომელიც ამ დრომდე უმცირესობის მთავრობას ხელმძღვანელობდა, არჩევნების გზით უფრო ფართო სამთავრობო კოალიციის შექმნას განიხილავს.

ფრედერიკსენი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომისა და ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, აუცილებელია ისეთი მთავრობის ჩამოყალიბება, რომელშიც ტრადიციული პოლიტიკური ბლოკებისგან განსხვავებული ძალებიც შევლენ, რადგანაც აუცილებელია თანამშრომლობა უფრო ფართო პოლიტიკურ სპექტრთან. როგორ მედია იუწყება, ასეთ ალიანსში მონაწილეობაზე უარს ამბობენ მემარჯვენე-ცენტრისტების ბლოკის წევრები, რომელიც ექვსი პარტიისგან შედგება.

დანიაში სულ 4.3 მილიონი ამომრჩეველია რეგისტრირებული. ისინი 179 დეპუტატს ირჩევენ. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიხურება და არჩევნების პირველადი შედეგები გახდება ცნობილი. ერთპალატიან პარლამენტში მოსახვედრად 14 პარტიის წარმომადგენელი იბრძვის. საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად ორპროცენტიანი ბარიერის გადალახვაა საჭირო.

წინასაარჩვენო კამპანიის მთავარი თემები გაზრდილი ინფლაცია და ენერგომატარებლების გაძვირება იყო.