მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი რუსეთში ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გაემგზავრა
მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი რუსეთში ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გაემგზავრა

სამხრეთ კორეული მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი რუსეთში ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გაემგზავრა.

მედია სამხრეთ კორეის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ კიმ ჩენ ინის პირადი მატარებლის მოძრაობა ჩრდილო-აღმოსავლეთის სასაზღვრო უბნისკენ შენიშნეს.

ამასთან, ადგილობრივი გაზეთი იტყობინება, რომ მატარებელი რუსეთისკენ მიემართება და საზღვარს სამშაბათს გადაკვეთს.

მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი აპირებდა მიმდინარე თვეში რუსეთში ვიზიტს, რათა ვლადიმერ პუტინთან რუსული არმიისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებისა და სამხედრო თანამშრომლობის საკითხები განეხილა.