მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის მიმართ დაწესებულ გაერო-ს სანქციებზე მონიტორინგის განახლებას რუსეთმა ვეტო დაადო
მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის მიმართ დაწესებულ გაერო-ს სანქციებზე მონიტორინგის განახლებას რუსეთმა ვეტო დაადო

ჩრდილოეთ კორეის მიმართ გაერო-ს სანქციების მონიტორინგის განახლებას რუსეთმა ვეტო დაადო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს დანარჩენმა 13 წევრმა სანქციების განახლებას მხარი დაუჭირა, ჩინეთმა კი კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

„მოსკოვმა ძირი გამოუთხარა მსოფლიოში ბირთვული იარაღის გავრცელების შესახებ ერთ-ერთი ყველაზე საშიში საკითხის მშვიდობიანი, დიპლომატიური გადაწყვეტის პერსპექტივას“, – განაცხადა გაერო-ში აშშ-ის ელჩის მოადგილემ, რობერტ ვუდმა.

ჩრდილოეთ კორეა 2006 წლიდან ექვემდებარება გაერო-ს სანქციებს ბალისტიკური რაკეტებისა და ბირთვული პროგრამებისთვის და ეს ზომები წლების განმავლობაში გაძლიერდა. გაერო-ს სანქციები დაწესებულია განუსაზღვრელი ვადით, მაგრამ რუსეთმა ვეტო დაადო სანქციების ყოველწლიურად განახლების შესახებ მოთხოვნას. როგორც „როიტერი“ წერს, ბოლო 15 წლის განმავლობაში დამოუკიდებელ ექსპერტთა პანელი აკვირდებოდა გაერო-ს სანქციებს და წელიწადში ორჯერ წარუდგენდა ხოლმე ანგარიშს უშიშროების საბჭოს.