მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა
მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი რაკეტა სამხრეთ კორეის ქალაქ სოკჩოსთან ახლოს, ზღვაში, 57 კილომეტრის სიღრმეში ჩავარდა. ხოლო კიდევ ერთი რაკეტა კუნძულ ულინდონიდან 160 კილომეტრის მოშორებით ჩამოვარდა.

სამხრეთ კორეაში ბირთვული განგაში გამოცხადდა, ხელისუფლებამ მოსახლეობა გააფრთხილა თავშესაფრებში გადასულიყვნენ.

ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რაკეტების გაშვებასთან დაკავშირებით, იაპონიის მთავრობა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას გამართავს.