მედიის ცნობით, ჩრდილოეთ ერაყში, გამოქვაბულში სამძებრო ოპერაციის დროს მეთანის აირის ზემოქმედების შედეგად 12 თურქი სამხედრო დაიღუპა
მედიის ცნობით, ჩრდილოეთ ერაყში, გამოქვაბულში სამძებრო ოპერაციის დროს მეთანის აირის ზემოქმედების შედეგად 12 თურქი სამხედრო დაიღუპა

ჩრდილოეთ ერაყში, გამოქვაბულში სამძებრო ოპერაციის დროს მეთანის აირის ზემოქმედების შედეგად 12 თურქი სამხედრო დაიღუპა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ინციდენტი კვირას მოხდა. თურქი სამხედროები „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წინააღმდეგ ჩატარებული სამხედრო ოპერაციის დროს მოკლული თურქი ჯარისკაცის ნეშტს ეძებდნენ. სამინისტროში აცხადებენ, რომ გაზის ზემოქმედების შედეგად კიდევ რამდენიმე სამხედრო საავადმყოფოშია გადაყვანილი.