მედიის ცნობით, ჩინეთში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, 50-მდე შენობა ჩამოინგრა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები
მედიის ცნობით, ჩინეთში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, 50-მდე შენობა ჩამოინგრა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები

მედიის ცნობით, ჩინეთში, სინძიანის რეგიონში მიწისძვრის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა. მიწისძვრის სიძლიერემ 7.1 მაგნიტუდა შეადგინა.

ჩამოინგრა 50-მდე შენობა, ხოლო დაზიანდა 80-მდე საცხოვრებელი სახლი. მედიის ცნობით, მიწისძვრამ ელექტროგადამცემი ხაზებიც დააზიანა, თუმცა ელექტროენერგიის აღდგენა მალევე მოხერხდა. მიწისძვრის ეპიცენტრში 200-მდე მაშველი მუშაობს.

ამასთან, ბიძგები იგრძნობოდა ყაზახეთში და მიწისძვრის სიძლიერემ 6,7 მაგნიტუდა შეადგინა. „როიტერის“ ცნობით, განმეორებითი ბიძგები იგრძნობოდა უზბეკეთშიც.