მედიის ცნობით, ჩინეთი, წვრთნების ფარგლებში, ტაივანის მთავარ სამიზნეებზე ზუსტი დარტყმების იმიტირებას ახდენს
ჩინეთი ტაივანის კუნძულის ირგვლივ მასშტაბური სამხედრო წვრთნების ფარგლებში ტაივანის მთავარ სამიზნეებზე ზუსტი დარტყმების იმიტირებას ახდენს. დასავლური მედიის ინფორმაციით, ჩინეთი ტაივანის ალყაში მოქცევას იმიტირებს.
ტაივანის ხელმძღვანელობის ცნობით, კუნძულის ირვლივ 70-მდე ჩინური სამხედრო თვითმფრინავი და თერთმეტი ხომალდი შენიშნეს. ტაივანმა განაცხადა, რომ 45-მა სამხედრო თვითმფრინავმა გადაკვეთა ტაივანის სრუტის ხაზი (არაოფიციალური გამყოფი ხაზი ტაივანისა და ჩინეთის ტერიტორიებს შორის) ან შეფრინდა ტაივანის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. წვრთნების მიმდინარეობისას, ერთ-ერთმა ჩინურმა გემმა კუნძულ პინგტანთან, რომელიც ჩინეთის უახლოესი პუნქტია ტაივანთან, ცეცხლი გახსნა.
ჩინეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ტაივანის კუნძულთან შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო არტილერია, საზღვაო გამანადგურებლები, სარაკეტო კატარღები, საჰაერო ძალების ავიაგამადგურებლები, ბომბდამშენები და საწვავის შემავსებლები არიან განთავსებული.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა მოუწოდეს ჩინეთს, არ შეიცვალოს სტატუს კვო. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა თქვა, რომ აშშ „გულდასმით აკვირდება პეკინის ქმედებებს“ და ამტკიცებს, რომ აშშ-ის აქვს „საკმარისი რესურსები და შესაძლებლობები რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ეროვნული უსაფრთხოების ვალდებულებების შესასრულებლად“.