მედიის ცნობით, ბულგარეთის ცენტრისტულმა პარტიამ, „განაგრძეთ ცვლილებები“ ვერ მოიპოვა პარლამენტის უმრავლესობის მხარდაჭერა ახალი კოალიციური მთავრობის ჩამოსაყალიბებლად
მედიის ცნობით, ბულგარეთის ცენტრისტულმა პარტიამ, „განაგრძეთ ცვლილებები“ ვერ მოიპოვა პარლამენტის უმრავლესობის მხარდაჭერა ახალი კოალიციური მთავრობის ჩამოსაყალიბებლად

ბულგარეთის ცენტრისტულმა პარტიამ სახელწოდებით, „განაგრძეთ ცვლილებები“ ვერ მოიპოვა პარლამენტის უმრავლესობის მხარდაჭერა ახალი კოალიციური მთავრობის ჩამოსაყალიბებლად.

ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ იტყობინება.

მედიის ცნობით, 8 ივლისს ასენ ვასილიევმა, რომელიც სავარაუდოდ ბულგარეთის მომავალ პრემიერ-მინისტრად იქნებოდა წარდგენილი, ბულგარეთის პრეზიდენტ რუმენ რადევს აცნობა, რომ პარტიამ ვერ მოიპოვა 240-ადგილიანი პარლამენტის სულ მცირე 121 დეპუტატის მხარდაჭერა.

„სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევძელით საკმარისი მხარდაჭერის მოპოვება იმ პოლიტიკის განსახორციელებლად, რომლის გატარებაც ჩვენს ხელისუფლებას სურდა. ჩვენ ვერ მივიღეთ საჭირო მხარდაჭერა ბულგარეთის კორუფციისგან გასათავისუფლებლად და ხალხისთვის სამუშაოდ“, – განაცხადა ვასილიევმა.