მედიის ცნობით, ბოლო 24 საათში ესპანეთის ქალაქ სეუტას საზღვარი 60 000-მდე არალეგალმა მიგრანტმა გადაკვეთა, ქალაქში მოხვედრის მცდელობისას დაღუპულთა რაოდენობა 41-მდე გაიზარდა

19:31, 31.07.2026

ბოლო 24 საათში ესპანეთის ქალაქ სეუტის საზღვარი 60 000-მდე არალეგალმა მიგრანტმა გადაკვეთა. „ესოშიეითიდ პრესის“ ინფორმაციით, სეუტაში მოხვედრის მცდელობისას დაღუპულთა რაოდენობა 41-მდე გაიზარდა.

ამასთან, ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ბრუნდებიამ მიგრანტები უკან ესპანეთიდან მაროკოში და როგორც კვეთენ საზღვარს ტარაჰალის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე. უწყებაში აცხადებენ, რომ დაახლოებით 25 ათასი ადამიანი დაბრუნდა მაროკოში.

ესპანეთის ხელისუფლების ცნობით, შეეცდებიან, რაც შეიძლება სწრაფად გააძევონ არალეგალურად შესული პირები, მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა, რომელმაც წარსულში დაადგინა, რომ ადამიანი სეუტის ტერიტორიაზე თუ ცურვით შევიდა, მისი დაუყოვნებლივ გაძევება კანონიერი არ არის.

მსგავსი