მედიის ცნობით, ბერლინში ათასობით ადამიანი შეიკრიბა და „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ულტრამემარჯვენე პარტიასთან თანამშრომლობა გააპროტესტა
ბერლინში ათასობით ადამიანმა „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ულტრამემარჯვენე პარტიასთან თანამშრომლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა. „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ შტაბ-ბინასთან 6 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „მერცი უნდა წავიდეს“ და „ყველანი ერთად ფაშიზმის წინააღმდეგ“.
პროტესტის მიზეზი გახდა კონსერვატორების მიერ წარდგენილი მიგრაციის კონტროლის გამკაცრების შესახებ ინიციატივის მხარდაჭერა ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მხრიდან. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ამან, ფაქტობრივად, დაარღვია გერმანული პოლიტიკური პარტიების მრავალწლიანი კონსენსუსი ულტრამემარჯვენეებთან თანამშრომლობაზე უარის თქმის შესახებ.
ამავდროულად, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პარტიაში მიესალმნენ ამ პრეცედენტს და მას „ახალი ერის დასაწყისი“ უწოდეს.
აქციის დროს პოლიციამ გადაკეტა ქუჩის ის ნაწილი, რომელიც უშუალოდ შტაბ-ბინის შენობას ესაზღვრებოდა.