მედიის ცნობით, ბელგოროდის დაბომბვის შემდეგ ქალაქიდან 9 000-მდე ბავშვის ევაკუირება განხორციელდა

15:18, 20.03.2024

ბელგოროდში მომხდარი დაბომბვის შემდეგ ქალაქიდან დაახლოებით 9 000 ბავშვის ევაკუირება განხორციელდა. თავდასხმაში ხელისუფლება უკრაინას ადანაშაულებს.

ბელგოროდის გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, ბოლო თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაშავდა, ხოლო რეგიონის ნაწილი, რომელიც უკრაინას ესაზღვრება, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

გლადკოვმა ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე კვირას თავდასხმების შედეგად სულ 16 ადამიანი დაიღუპა და 98 დაიჭრა. უკრაინულ მხარეს ბელგოროდში მომხდარი ბოლო თავდასხმის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.

 

 

მსგავსი