მედიის ცნობით, ავტომობილში, რომელიც სიდნეიში მომხდარ თავდასხმაში მონაწილე პირებს ეკუთვნოდათ, „ისლამური სახელმწიფოს“ დროშები იპოვეს

13:19, 15.12.2025

ავტომობილში, რომელიც სიდნეიში მომხდარ თავდასხმაში მონაწილე პირებს ეკუთვნოდათ, „ისლამური სახელმწიფოს“ დროშები იპოვეს.

ამის შესახებ ავსტრალიურ ტელეკომპანია ABC News-ს მაღალი თანამდებობის პირმა განუცხადა.

წყაროს ცნობით, ავტომობილში ორი დროში აღმოაჩინეს.

ABC-ს ცნობით, ერთ-ერთ თავდამსხმელს, ნავიდ აკრამს, რომელიც ავსტრალიაშია დაბადებული, სიდნეიში დაფუძნებულ „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტულ ჯგუფთან ახლო კავშირები ჰქონდა. ამასთან, ავსტრალიის კონტრტერორისტული პოლიცია მიიჩნევს, რომ ორივე შეიარაღებულმა პირმა – ნავიდმა და მისმა მამამ, საჯიდმა „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტულ დაჯგუფებას ერთგულება გამოუცხადეს.

ცნობისთვის, ავსტრალიაში, ბონდის სანაპიროზე სროლას 15 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არის ბავშვიც. 42 დაშავებული საავადმყოფოებში რჩება.

მსგავსი