მედიის ცნობით, ავღანეთში ძლიერ ყინვებს ბოლო ორ კვირაში 158 ადამიანი ემსხვერპლა
მედიის ცნობით, ავღანეთში ძლიერ ყინვებს ბოლო ორ კვირაში 158 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში ძლიერ ყინვებს ბოლო ორ კვირაში 158 ადამიანი ემსხვერპლა. ჰაერის ტემპერატურამ მინუს 34 გრადუსი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ბოლო 15 წლის განმავლობაში ეს ყველაზე ცივი ზამთარია ქვეყნისთვის, რომლის მოსახლეობის დიდი ნაწილიც, „თალიბანის“ მმართველობის პირობებში, უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. მოსახლეობას ხელი არ მიუწვდება გათბობაზე, ქვანახშირზე, ღუმელსა და თბილ ტანსაცმელზე.