მედიის ცნობით, ავღანეთის საკითხზე თურქეთში 27 მარტს დაგეგმილ კონფერენციაში „თალიბანიც“ მიიღებს მონაწილეობას
მედიის ცნობით, ავღანეთის საკითხზე თურქეთში 27 მარტს დაგეგმილ კონფერენციაში „თალიბანიც“ მიიღებს მონაწილეობას

ავღანეთის საკითხზე თურქეთში 27 მარტს დაგეგმილ კონფერენციაში მონაწილეობას „თალიბანიც“ მიიღებს.

გავრცელებული ინფორმაციით, რადიკალურ მოძრაობასთან დაკავშირებულმა რამდენიმე ადამიანმა თურქეთის ვიზები უკვე მიიღო, დანარჩენები კი გამგზავრებისთვის ემზადებიან.

თურქეთში სამიტი ჩატარდება ავღანეთის მოლაპარაკებების დასაჩქარებლად, რომელშიც ყველა მხარე მიიღებს მონაწილეობას.

ეროვნული შერიგების უმაღლესმა საბჭომ და ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ უკვე დაადასტურეს, რომ ისინი შეხვედრას დაესწრებიან. ავღანეთის მთავრობასა და თალიბებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები 2020 წლის 12 სექტემბერს ყატარის დედაქალაქ დოჰაში დაიწყო.