მედიის ცნობით, ავღანეთის მართვის მიზნით, „თალიბანი“ 12 წევრისგან შემდგარი საბჭოს შექმნას გეგმავს

12:03, 24.08.2021
The leader of the Taliban negotiating team Mullah Abdul Ghani Baradar (C) walks after the final declaration of the peace talks between the Afghan government and the Taliban in Qatar's capital Doha on July 18, 2021. - Representatives of the Afghan government and Taliban insurgents held talks in Doha as violence raged in their country with foreign forces almost entirely withdrawn. The two sides have been meeting on and off for months in the Qatari capital, but the talks have lost momentum as the insurgents made battlefield gains. (Photo by KARIM JAAFAR / AFP) (Photo by KARIM JAAFAR/AFP via Getty Images)

ავღანეთის მართვის მიზნით, მოძრაობა „თალიბანი“ 12 წევრისგან შემდგარი საბჭოს შექმნას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ გამოცემა Foreign Policy საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

გამოცემის მიხედვით, ამ საბჭოს სამ ყველაზე გავლენიან პირთა შორის იქნებიან „თალიბანის“ პოლიტიკური ფრთის ლიდერი აბდულ ღანი ბარადარი, ასევე ორგანიზაციის სამხედრო კომისიის ლიდერი მულა ომარ მუჰამედ იაკუბი და აგრეთვე ტერორისტული დაჯგუფება „ჰაქანის ქსელის“ წევრი ხალილ ალ-რაჰმან ჰაქანი.

გამოცემა ასევე იუწყება, რომ „თალიბანს“ სურს, საბჭოში შეიყვანოს ავღანელი საველე მეთაური აჰმად მასუდი, რომელიც პანჯშირის პროვინციაში გამაგრებული წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერია, მაგრამ აქვე დასძენს, რომ მასუდის საბჭოში შესვლა „ნაკლებად სავარაუდოა“.

გამოცემის წყაროთა თანახმად, „თალიბანი“ ავღანეთში პრეზიდენტის ან სხვა ერთპიროვნული ლიდერის პოსტის აღდგენას არ გეგმავს, მაგრამ ისინი მზად არიან, შესთავაზონ მინისტრთა თანამდებობები ყოფილი ხელისუფლების ზოგიერთ წევრს. ამრიგად, თალიბები გეგმავენ, შექმნან რაც შეიძლება ინკლუზიური და საერთაშორისო საზოგადოებისთვის მისაღები ადმინისტრაცია.

მსგავსი