მედიის ცნობით, აშშ სამხრეთ კორეასთან უკრაინის მხარდაჭერის საკითხებზე იმსჯელებს
მედიის ცნობით, აშშ სამხრეთ კორეასთან უკრაინის მხარდაჭერის საკითხებზე იმსჯელებს

ამერიკის შეერთებული შტატები სამხრეთ კორეასთან უკრაინის მხარდაჭერის საკითხებზე იმსჯელებს.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი იუნ სუკ იოლი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აშშ-ს მომავალ კვირას, 24-29 აპრილს ეწვევა და ჯო ბაიდენთან გამართავს შეხვედრას, – ამის შესახებ საინფორმაციო გამოცემა „როიტერს“ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განუცხადა.

მანამდე კი სააგენტოსთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გარკვეულ პირობებში მის ქვეყანას შეუძლია, გასცდეს ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარების ჩარჩოებს. მედიის ცნობით, იუნ სუკ იოლის აღნიშნულ კომენტარში პირველად გამოჩნდა მისი პოზიციის ცვლილება უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით.

„შეჭრის პირველივე დღეებიდან კორეის რესპუბლიკა იყო ერთგული პარტნიორი რუსული აგრესიისგან უკრაინის ტერიტორიული სუვერენიტეტის უფლებების დაცვაში. ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო კოორდინაციას მოკავშირეებთან უკრაინის დამატებით მხარდაჭერასთან დაკავშირებით“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტის კომენტარის საპასუხოდ.