მედიის ცნობით, აშშ-მა სომალიში ტერორისტული დაჯგუფება „ალ შაბაბის“ წინააღმდეგ ავიადარტყმები განახორციელა
მედიის ცნობით, აშშ-მა სომალიში ტერორისტული დაჯგუფება „ალ შაბაბის“ წინააღმდეგ ავიადარტყმები განახორციელა

ჯო ბაიდენის მიერ საპრეზიდენტო პოსტის დაკავების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა სომალიში ტერორისტული დაჯგუფება „ალ შაბაბის“ წინააღმდეგ პირველი ავიადარტყმები განახორციელა.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

პენტაგონის განცხადებით, ავიადარტყმები ქალაქ გალკაიოს მახლობლად განხორციელდა, ე.წ. დრონების საშუალებით.

ავიადარტყმები ტერორისტული დაჯგუფების იმ წევრების წინააღმდეგ იყო მიმართული, რომლებმაც აშშ-ის მიერ გაწვრთნილ „დანაბის“ დანაყოფზე მიიტანეს შეტევა.

„ალ ქაიდასთან“ კავშირში მყოფი ტერორისტული დაჯგუფება „ალ შაბაბი“ სომალის მთავრობის დამხობას და ქვეყანაში ისლამური შარიათის მკაცრ წესებზე დაფუძნებული მმართველობის დამყარებას ცდილობს.

როგორც მედია წერს, დაჯგუფებს ხშირად ახორციელებს თავდასხმებს სომალისა და რეგიონის სხვა ქვეყნებში, მათი მიზანია სამხედრო ბაზები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის სკოლები და სასტუმოები.

დატოვე კომენტარი