მედიის ცნობით, აშშ-მა ირანისთვის ჩამორთმეული იარაღი უკრაინაში გაგზავნა

11:23, 05.10.2023

პენტაგონმა ირანისთვის ჩამორთმეული იარაღი უკრაინაში გაგზავნა. ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ტრანსფერი, რომელიც ორშაბათს განხორციელდა, მიზნად ისახავს, დაეხმაროს უკრაინელ სამხედროებს ზამთრის დადგომამდე რუსეთისგან თავდაცვის გაძლიერებაში.

როგორც „პოლიტიკო“ წერს, აშშ-მა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც უკრაინისთვის ფინანსური დახმარება წარმომადგენელთა პალატაში შიდა პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი გახდა, რა დროსაც რესპუბლიკელი წევრები ეწინააღმდეგებოდნენ დამატებით დახმარებას.

მედიის ინფორმაციით, აშშ-ის საზღვაო ძალებმა უკრაინისთვის გადაცემული საბრძოლო მასალები ირანს იმ დროს ჩამოართვეს, როდესაც ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსიდან იემენელი ხუსიტებისთვის გადაჰქონდათ.

მსგავსი