მედიის ცნობით, აშშ-მა იემენში „ჰუსიტების“ სარაკეტო ობიექტებზე მორიგი საჰაერო დარტყმა განახორციელა
მედიის ცნობით, აშშ-მა იემენში „ჰუსიტების“ სარაკეტო ობიექტებზე მორიგი საჰაერო დარტყმა განახორციელა

აშშ-მა იემენში „ჰუსიტების“ სარაკეტო ობიექტებზე მორიგი საჰაერო დარტყმა განახორციელა.

ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

მედია აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომ „ტომაჰავკის“ რაკეტები ისროლეს იმ ადგილების დასაბომბად, სადაც განთავსებული იყო გემსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტები, რომლებსაც „ჰუსიტები“ წითელ ზღვასა და ადენის ყურეში კომერციულ გემებზე თავდასხმებისთვის იყენებდნენ.