მედიის ცნობით, აშშ-მა გასული 24 საათის განმავლობაში ავღანეთიდან 19 000-მდე პირის ევაკუაცია განახორციელა
მედიის ცნობით, აშშ-მა გასული 24 საათის განმავლობაში ავღანეთიდან 19 000-მდე პირის ევაკუაცია განახორციელა

აშშ-მა გასული 24 საათის განმავლობაში ავღანეთიდან 19 000-მდე პირის ევაკუაცია განახორციელა.

ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

თეთრი სახლის განცხადებით, ქაბულის აეროპორტიდან რეისები ყოველ 45 წუთში ხორციელდება. ამჟამად კი აეროპორტში 5 000-ზე მცირედით მეტი ადამიანია, რომლებიც ევაკუაციისთვის მზად არიან.

გარდა ამისა, თავდაცვის ოფიციალური პირების განცხადებით, დაწყებულია აშშ-ის შეიარაღებული ძალების გამოყვანის პროცესიც და პირველმა სამხედროებმა უკვე დატოვეს ქაბულის აეროპორტი.

გასულ დღეს, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ მიუყვება თავდაპირველ გეგმას და ევაკუაციის პროცესის დასრულებას 31 აგვისტომდე გეგმავს.