მედიის ცნობით, ანკარაში წითელი ცირკულარით ძებნილი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლი დააკავეს
მედიის ცნობით, ანკარაში წითელი ცირკულარით ძებნილი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლი დააკავეს

თურქეთის უსაფრთხოების სამსახურმა, ქვეყნის დედაქალაქ ანკარაში, წითელი ცირკულარით ძებნილი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლი დააკავა.

თურქული მედიის ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი ყალბი საიდენტიფიკაციო დოკუმენტებით გადაადგილდებოდა.

პარალელურად, თურქეთის ჟანდარმერიის მიერ შავი ზღვის კასტამონუს პროვინციაში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს სამი წევრი დააკავეს, რომელთაგან ორი უცხოეთის მოქალაქეა.