მედიის ცნობით, ამერიკულმა დელეგაციამ სერგეი ლავროვი გაერო-ს უშიშროების საბჭოზე დაგვიანებისა და სხდომის ადრე დატოვების გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის უკრაინასთან დაკავშირებით კრიტიკის მოსმენას გაექცა 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი გაერო-ს უშიშროების საბჭოზე სიტყვით გამოვიდა.

მედიის ინფორმაციით, ლავროვი საბჭოს შეკრებაზე საათ-ნახევრის დაგვიანებით მივიდა და სხდომა სიტყვით გამოსვლიდან მალევე დატოვა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის მისამართით არსებული დასავლეთის ბრალდებები უარყო და საერთაშორისო საზოგადოებას უკრაინის მთავრობის დასჯისკენ მოუწოდა.

ამერიკულმა დელეგაციამ ლავროვი დაგვიანებისა და საბჭოს სხდომის ადრე დატოვების გამო გააკრიტიკა. მათი თქმით, ლავროვი უკრაინის თემასთან დაკავშირებით საერთაშორისო კრიტიკის მოსმენას გაექცა, რაც ამერიკელი დიპლომატების შეფასებით, რუსეთის სისუსტეზე მიუთითებს.

„როგორც ჩანს, ლავროვმა ვერ შეძლო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გამო მკაფიო და მუდმივი დაგმობის მოსმენა. ის დარბაზში შემოვიდა სიტყვით გამოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე და გამოსვლის დასრულებისთანავე დატოვა დარბაზი“, – განაცხადა ოფიციალურმა პირმა.