მედიის ცნობით, აღმოსავლეთ უკრაინაში კიდევ ერთი უკრაინელი სამხედრო დაიჭრა
მედიის ცნობით, აღმოსავლეთ უკრაინაში კიდევ ერთი უკრაინელი სამხედრო დაიჭრა

აღმოსავლეთ უკრაინაში კიდევ ერთი უკრაინელი სამხედრო დაიჭრა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ოპერატიულ-ტაქტიკურ ჯგუფზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი კვლავ დაარღვიეს და სოფელ ნოვოტოშკივკასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების მიმართულებით ყუმბარმტყორცნიდან ცეცხლი გახსნეს. შედეგად უკრაინის გაერთიანებული ძალების ერთი სამხედრო დაშავდა. ის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. ეს ბოლო დღე-ღამის განმავლობაში დონბასში დაჭრილი უკვე მეორე უკრაინელი სამხედროა

შეგახსენებთ, 26 მარტს სოფელ შუმასთან საოუკუპაციო ძალების მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად ოთხი უკრაინელი სამხედრო გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა.