მედიის ცნობით, 8 ოქტომბერს ეგვიპტეში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მოლაპარაკებებს სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი შეუერთდებიან

19:21, 07.10.2025

ეგვიპტეში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულებულია.

მცირეხნიანი შესვენების შემდეგ, მხარეები მოლაპარაკებებს ადგილობრივი დროით 19:00 საათზე განაახლებენ და იმსჯელებენ ხუთ ძირითად საკითხზე, მათ შორის: ომის დასრულება, ისრაელელი მძევლებისა და პალესტინელი პატიმრების გათავისუფლება, ღაზის სექტორიდან ისრაელის ძალების გაყვანა, ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფა და ღაზის სექტორის ომის შემდგომი მმართველობის საკითხები.

ასევე ცნობილი ხდება, რომ 8 ოქტომბერს მოლაპარაკებებს შეურთებიან აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი.

მსგავსი