მედიის ცნობით, ბერლინში 39 წლის მამაკაცმა დაწყებით სკოლაში ორი მოსწავლე დაჭრა

23:50, 03.05.2023

ბერლინში 39 წლის მამაკაცმა დაწყებით სკოლაში ორი მოსწავლე დაჭრა.

მედიის ცნობით, 7 და 8 წლის გოგონები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. თავდამსხმელი ადგილზე დააკავეს.

შემთხვევა ადგილობრივი დროით 15:00 საათისთვის მოხდა, როდესაც სკოლის შენობაში 800-მდე მოსწავლე იმყოფებიდა. თავდასხმის მოტივი უცნობია, პოლიცია ცდილობს, დაადგინოს, იცნობდა თუ არა თავდამსხმელი მსხვერპლს.

მსგავსი