მედიცინის დარგში 2020 წლის ნობელის პრემია სამმა ვირუსოლოგმა „ცე“ ჰეპატიტის ვირუსის აღმოჩენისთვის მიიღო
მედიცინის დარგში 2020 წლის ნობელის პრემია სამმა ვირუსოლოგმა „ცე“ ჰეპატიტის ვირუსის აღმოჩენისთვის მიიღო

მედიცინის დარგში 2020 წლის ნობელის პრემია სამმა ვირუსოლოგმა „ცე“ ჰეპატიტის ვირუსის აღმოჩენისთვის მიიღო.

შესაბამის ინფორმაციას ნობელის პრემიის კომიტეტი ავრცელებს.

საპატიო ჯილდოს ლაურეატებად დასახელდნენ ჰარვი ალტერი, მაიკ ჰოუტონი და ჩარლზ რაისი.

კომიტეტის განცხადების თანახმად, სამეულმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბრძოლაში სისხლით გადამდები ჰეპატიტის წინააღმდეგ, რომელიც არის ჯანდაცვის სერიოზული გლობალური პრობლემა და ადამიანებში ციროზსა და ღვიძლის სიმსივნეს იწვევს.

სამშაბათს ნობელის კომიტეტი ფიზიკის დარგში ლაურეატებს გამოაცხადებს. ოთხშაბათს, 7 ოქტომბერს გამარჯვებულები გამოვლინდებიან ქიმიის დარგში, ოთხშაბათს, 8 ოქტომბერს – ლიტერატურაში. მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი კი, 9 ოქტომბერს გახდება ცნობილი. 12 ოქტომბერს დასახელდება ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის გამარჯვებული.

ნობელის პრემიის მფლობელი ჯილდოს სახით 9 მილიონ შვედურ კრონას (დაახლოებით ერთ მილიონ დოლარს) მიიღებს.