მედიასკოლამ მედიის წარმომადგენლებისთვის ორდღიანი სასწავლო სემინარი - „უსაფრთხოების კურსი ჟურნალისტებისთვის“ ჩაატარა
მედიასკოლამ მედიის წარმომადგენლებისთვის ორდღიანი სასწავლო სემინარი - „უსაფრთხოების კურსი ჟურნალისტებისთვის“ ჩაატარა

„უსაფრთხოების კურსი ჟურნალისტებისთვის“ – კომუნიკაციების კომისიის მედიასკოლამ მედიის წარმომადგენლებისთვის ორდღიანი სასწავლო სემინარი ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც ჟურნალისტებმა  მიიღეს დეტალური ინფორმაცია, როგორ უნდა გააშუქონ აქციები და იმუშაონ საგანგებო სიტუაციებში ისე, რომ  სრულფასოვნად მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია ისე, რომ მათ ჯანმრთელობას ზიანი არ მიადგეს.

ორი დღის განმავლობაში 10-მა ჟურნალისტმა ფოტოჟურნალისტ დავით მძინარიშვილთან, SAFE Initiative-ის რისკების მართვის ტრენერ გიორგი კუპატაძესთან და უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტ ირაკლი ანდრონიკაშვილთან ერთად იმუშავეს.

თეორიული ნაწილის გარდა ტრენინგი ისეთ მნიშვნელოვან და პრაქტიკულ სამუშაოებს მოიცავდა, როგორიც დემონსტრაციების გაშუქებისას საფრთხეების და გარემოს ანალიზია. ამას გარდა, გამოცდილმა ექსპერტებმა ჟურნალისტებთან ერთად განიხილეს თუ რა შეცდომებს უშვებს მედია საგანგებო სიტუაციების გაშუქებისას. ექსპერტებმა ჟურნალისტებს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, რა სავალდებულო ტექნიკური აღჭურვილობა სჭირდებათ მათ დაძაბულ გარემოში უსაფრთხოდ მუშაობისთვის.

სწავლების პროცესში, ჟურნალისტებს შესაძლებლობა ჰქონდათ იმიტირებული დაკითხვის მონაწილე გამხდარიყვნენ და ამ მიმართულებითაც მიეღოთ გამოცდილება. ტრენინგის ფარგლებში, მედიის წარმომადგენლები პირველადი სამედიცინო დახმარების წესებსაც გაეცნენ.

დატოვე კომენტარი