მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მეუფე შიო მუჯირი მოწამლეს

10:30, 06.07.2023

რამდენიმე ქართულ მედიასაშუალებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, მეუფე შიო მუჯირი მოწამლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მეუფე თავს ცუდად გრძნობდა და ანალიზებში არაერთი საეჭვო ნივთიერება აღმოჩნდა.

ოფიციალური კომენტარი საპატრიარქოში ჯერ არ გაკეთებულა.

მსგავსი