მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის იმერეთში პრესტური მოეწყო
მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის იმერეთში პრესტური მოეწყო

ქუთაისის და მისი შემოგარენის ტურისტული პოტენციალის გასაცნობად, მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის პრესტური მოეწყო.

ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, კამპანია „გაიცანი საქართველოს“ ფარგლებში, სხვადასხვა ტელეკომპანიებისა და გამოცემების ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის იმერეთში ორდღიანი ტური გაიმართა. პრესტურში მედიასაშუალებების 30-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.

ტურის პირველ დღეს ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა ქუთაისში ბაგრატის, გელათისა და მოწამეთას ტაძრები დაათვალიერეს, ასევე ეწვივნენ ზ.ფალიაშვილის მუზეუმს და ოქროს ჩარდახს, მოინახულეს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი. მეორე დღეს მედიის წარმომადგენლებმა სათაფლიის ნაკრძალი და ოკაცეს კანიონი მოინახულეს.

შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კამპანია „გაიცანი საქართველო“ 2015 წელს დაიწყო. პროექტის მიზანია საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა და შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია.