მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ოთხ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ოთხ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

5 ივლისს რუსთაველის გამზირზე მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებულ ოთხ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე რომან ხორავამ გამოაცხადა, რითაც დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა.

„სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ოთხივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ გამოიყენა პატიმრობა. დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, სასამართლომ ჩათვალა, რომ არსებობდა მტკიცებულებები. ამასთან, მიიჩნია, რომ ბრალდებულთა მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, მიმალვის საფრთხე და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე იყო მომეტებული და პატიმრობა უზრუნველყოფდა მხოლოდ ამ მომეტებული საფრთხეების განეიტრალებას“, – განაცხადა პროკურორმა თამარ იაკობიძემ.