მედიასაშუალებების ცნობით, ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან დამოკიდებულების შეცვლა დიდი ხნის ფიქრის შედეგი იყო
მედიასაშუალებების ცნობით, ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან დამოკიდებულების შეცვლა დიდი ხნის ფიქრის შედეგი იყო

საფრანგეთის პრეზიდენტი მზად არის, მოსკოვთან ახლო ურთიერთობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი მეზობლებთან ომს აწარმოებს. ამის შესახებ ინგლისურენოვანი ვებგვერდი uawire.org გამოცემა „ერ ეფ აისზე“ დაყრდნობით იუწყება.

როგორც ვებგვერდი წერს, „ერ ეფ აისის“ ჟურნალისტი იური საფრონოვი დაინტერესდა, როგორ აპირებს საფრანგეთის პრეზიდენტი რუსეთთან ურთიერთობას, რომელიც საკუთარ მეზობლებთან ომს აწარმოებს და ამით ევროპის უსაფრთხოების საფრთხეს უქმნის.

„რუსეთმა უკრაინის ნაწილი მიიტაცა და ჩვენ ზომებს მივმართეთ. ჩვენ გაყინული კონფლიქტების მოგვარების გზაზე ვდგავართ, მაგრამ თუ დაელოდები ყველა გაყინული კონფლიქტის მოგვარებას რომ წინ წახვიდე, შესაძლოა, დიდი ხნით მოგიწიოს ლოდინი“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ჟურნალისტი ასევე დაინტერესდა, რა მოვლენამ შეაცვლევინა ემანუელ მაკრონს ვლადიმერ პუტინთან დამოკიდებულება, რაზეც საფრანგეთის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ეს იყო დიდი ხნის ფიქრის შედეგი.