მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებმა „ხალხის ძალის“ კანონპროექტი გააპროტესტეს
მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებმა „ხალხის ძალის“ კანონპროექტი გააპროტესტეს

საქართველოს პარლამენტში ბიუროს სხდომის მიმდინარეობისას მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებმა „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გააპროტესტეს.

მედიის წარმომადგენლები ტრანსპარანტებით ხელში სკანდირებდნენ „არა რუსულ კანონს“.

მათი თქმით, ამ კანონის მიღება მედიას შეუზღუდავს საქმიანობას და დააზიანებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს.

ამასთან, 64 მედიაორგანიზაცია ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ აღნიშნული კანონის მიღების შემთხვევაში „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციაზე უარს იტყვიან.