მედია – უკრაინის ანტიკორუფციული ბიურო დანაშაულებრივი ორგანიზაციის წინააღმდეგ სპეცოპერაციას ატარებს, რომლის წევრებიც, სავარაუდოდ, პარლამენტის წევრები, ასევე პრეზიდენტის აპარატის მაღალი თანამდებობის პირები არიან
უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა დანაშაულებრივი ორგანიზაციის წინააღმდეგ სპეცოპერაციას ატარებენ. უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნული დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრები, სავარაუდოდ, პარლამენტის მოქმედი და ყოფილი წევრები, ასევე უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მაღალი თანამდებობის პირები არიან.
„სპეცოპერაცია ტარდება დანაშაულებრივი ორგანიზაციის გამოსავლენად, რომელიც უკრაინის მოქმედი და ყოფილი სახალხო დეპუტატების ხელმძღვანელობით, ასევე, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მაღალჩინოსნებისა და სხვა პირების მონაწილეობით მოქმედებდა“, – ნათქვამია უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებაში.
ამასთან, მედიის ცნობით, უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო საქმის ფიგურანტების ვინაობასა და დეტალებს ჯერჯერობით არ ასახელებს.
ბიუროში განაცხადეს, რომ საქმის დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.