მედია - სომხეთის მთავრობამ თურქულ პროდუქციაზე აკრძალვა კიდევ ნახევარი წლით გაახანგრძლივა
მედია - სომხეთის მთავრობამ თურქულ პროდუქციაზე აკრძალვა კიდევ ნახევარი წლით გაახანგრძლივა

სომხეთის მთავრობამ თურქულ პროდუქციაზე აკრძალვა კიდევ ნახევარი წლით გაახანგრძლივა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

სომხეთის მთავრობამ 24 ივნისს გამართულ სხდომაზე თურქული წარმოშობის საქონლის იმპორტზე დაწესებული აკრძალვის ექვსი თვით გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო. ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ვაჰან ქერობიანის თქმით, თურქული საქონლის იმპორტზე აკრძალვა პირველ ივლისს იწურებოდა და 2022 წლის პირველ იანვრამდე გახანგრძლივდა. მისივე თქმით, დაწესებული შეზღუდვების გამო, ქვეყანაში თურქული პროდუქციის იმპორტი 70 პროცენტით შემცირდა.

მედიის მიხედვით, პროექტის მიზანი, მტრულად განწყობილი ქვეყნიდან სამომხმარებლო პროდუქციის იმპორტით, სხვადასხვა საფრთხეების შეღწევის თავიდან არიდებაა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ თურქული წარმოშობის პროდუქციის აკრძალვა არა მხოლოდ ეკონომიკურ სანქციებს უწესებს თურქეთს, არამედ ხელს შეუშლის სომხეთიდან თურქეთის სახელმწიფო ხაზინის შევსებას.