საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ელისეის სასახლეში მივიდა, სადაც ემანუელ მაკრონს გადადგომის შესახებ განუცხადებს
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ბაირუ ელისეის სასახლეში მივიდა. ამის შესახებ ფრანგული მედია წერს.
როგორც მედია წერს, ბაირუმ საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს გადადგომის შესახებ უნდა განუცხადოს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ბაირუმ და მისმა მთავრობამ საფრანგეთის პარლამენტში ნდობის ჯენჭისყრა ვერ გაიარა. ნდობის გამოცხადების წინააღმდეგ ხმა 364-მა დეპუტატმა მისცა.