მედია - ნიკოლ ფაშინიანი იმ სახელმწიფოების მეთაურთა შეხვედრაზე მიიწვიეს, რომლებსაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება აქვთ  
მედია - ნიკოლ ფაშინიანი იმ სახელმწიფოების მეთაურთა შეხვედრაზე მიიწვიეს, რომლებსაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება აქვთ  

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ევროკავშირისა და იმ სახელმწიფოების მეთაურთა შეხვედრაზე მიიწვიეს, რომლებსაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება აქვთ გაფორმებული. ამის შესახებ სომხური გამოცემა armtimes.сom იუწყება.

გამოცემა დიპლომატებზე დაყრდნობით წერს, რომ ნიკოლ ფაშინიანს აღნიშნული შეხვედრის თანათავმჯდომარეობა შესთავაზეს.

სად და როდის უნდა გაიმართოს შეხვედრა, პუბლიკაციაში ნათქვამი არ არის.

სომხეთს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება გაფორმებული არ აქვს, თუმცა 2017 წელს ერევანმა და ბრიუსელმა „ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შესახებ“ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. აღნიშნული შეთანხმების რატიფიცირება გასულ კვირას ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მოახდინა. შეთანხმება ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მას ევროკავშირის წევრი 28 სახელმწიფოს პარლამენტი დაამტკიცებს. ამ ეტაპზე, დოკუმენტი რატიფიცირებულია მხოლოდ ესტონეთის, ლატვიის და ლიტვის საკანონმდებლო ორგანოების მიერ.

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება გაფორმებული აქვთ საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას.

 

დატოვე კომენტარი