მედია - მოსკოვის ერთ-ერთი სასტუმროდან ვირუსის სიმპტომებით ჩინეთის შვიდი მოქალაქეა ჰოსპიტალიზებული
მედია - მოსკოვის ერთ-ერთი სასტუმროდან ვირუსის სიმპტომებით ჩინეთის შვიდი მოქალაქეა ჰოსპიტალიზებული

მოსკოვის ერთ-ერთი სასტუმროდან ვირუსის სიმპტომებით ჩინეთის შვიდი მოქალაქეა ჰოსპიტალიზებული. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ტასი“ სამედიცინო წრეებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, მწვავე რესპირატორული ვირუსის სიმპტომების მქონე პირები რუსეთის დედაქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ვოიკოვსკის რაიონის ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფებოდნენ. ჩინეთის შვიდ მოქალაქეს მაღალი სიცხე ჰქონდა.

როგორც „ტასი“ წერს, ისინი 20-კაციანი ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ, რომელიც მოსკოვში რამდენიმე დღის წინ ჩავიდა.

ამჟამად შვიდივე პირი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსით უკვე 41 ადამიანია გარდაცვლილი, 1300-ზე მეტი კი, დაავადებულია.

დატოვე კომენტარი