მედია - ჯეფრი ეპშტეინის საქმის მასალების მიხედვით, დონალდ ტრამპი ეპშტეინს უფრო ხშირად სტუმრობდა, ვიდრე ეს აქამდე იყო ცნობილი
მედია - ჯეფრი ეპშტეინის საქმის მასალების მიხედვით, დონალდ ტრამპი ეპშტეინს უფრო ხშირად სტუმრობდა, ვიდრე ეს აქამდე იყო ცნობილი

დონალდ ტრამპი ეპშტეინს უფრო ხშირად სტუმრობდა, ვიდრე ეს აქამდე იყო ცნობილი, – ინფორმაციას მედია ჯეფრი ეპშტეინის საქმის მორიგი მასალების გამოქვეყნების შემდეგ ავრცელებს.

მათივე ცნობით, 1993-1996 წლებში ტრამპი ეპშტეინს კერძო თვითმფრინავით მინიმუმ რვაჯერ ესტუმრა.

„1993 წლის ერთ-ერთ კერძო თვითმფრინავის რეისზე ტრამპი და ეპშტეინი მხოლოდ ორი მგზავრი იყვნენ სიაში; კიდევ ერთ რეისზე კი მხოლოდ სამი მგზავრი იყო – ეპშტეინი, ტრამპი და იმ დროს 20 წლის ახალგაზრდა ქალი“, – ნათქვამია ერთ-ერთ ფაილში.

კიდევ ერთ ელექტრონულ წერილში, რომელიც 2021 წლით თარიღდება, უცნობმა პირმა დაწერა, რომ ისინი ცოტა ხნის წინ ამოწმებდნენ მონაცემებს, რომლებიც მთავრობამ სტივ ბენონის მობილური ტელეფონიდან მიიღო და იპოვეს ტრამპისა და ეპშტეინის მეგობარი ქალის, გისლენ მაქსველის სურათი. მაქსველი ბავშვთა სექს-ტრეფიკინგსა და სხვა დანაშაულებში დამნანაშავედ 2021 წელს ცნეს.

ამასთან, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, ზოგიერთი ფაილი შეიცავს ტრამპის შესახებ დაუზუსტებელ ბრალდებებს, რომლებიც წარედგინა FBI-ს 2020 წლის არჩევნებამდე წარუდგინეს.

ცნობისთვის, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ჯეფრი ეპშტეინის საქმის მორიგი მასალები ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა, რომელიც 11 000-ზე მეტი ფოტოსა და საგამოძიებო დოკუმენტისგან შედგება. ეს ფაილების ყველაზე დიდი რაოდენობაა რაც კი ჯეფრი ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულა. იქამდე კი, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ჯეფრი ეპშტეინის საქმის მორიგი მასალები 19 დეკემბერს გამოაქვეყნა. გამოქვეყნებულ ფოტოებში ფიგურირებენ ბრიტანეთის პრინცი ენდრიუ, მომღერალი მიკ ჯაგერი, მსახიობი კევინ სპეისი, ამერიკელი პოპმომღერალი მაიკლ ჯექსონი, მომღერალი, მსახიობი დაიანა როსი და ბიზნესმენი რიჩარდ ბრენსონი, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ბილ კლინტონი. ამერიკელი ფინანსისტი ჯეფრი ეპშტეინი 2019 წელს სექსუალური ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს. მან იმავე წელს, სასამართლო პროცესამდე ციხეში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.