„სიენენი“ – „დიდი შვიდეულის“ ჯგუფის ლიდერები საგანგებო შეხვედრაზე „თალიბანის“ ოფიციალური აღიარების შესაძლებლობას განიხილავენ
G7 summit or meeting concept. Row from flags of members of G7 group of seven and list of countries, 3d illustration
ტელეკომპანია „სიენენის“ ინფორმაციით, „დიდი შვიდეულის“ ჯგუფის ლიდერები ავღანეთთან დაკავშირებით გასამართ საგანგებო შეხვედრაზე „თალიბანის“ ოფიციალური აღიარების შესაძლებლობას განიხილავენ.
ზემოხსენებული შეხვედრის ორგანიზატორია გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი.
„სიენენის“ ინფორმაციით, ბორის ჯონსონი მიიჩნევს, რომ G7-ის ქვეყნებმა „თალიბანთან“ დაკავშირებით ერთიანი მიდგომა უნდა გამოიჩინონ, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში ავღანეთის ახალი მთავრობის აღიარების გეგმა დამტკიცდეს.
როგორც ტელეკომპანია აღნიშნავს, „თალიბანის“ აღიარების ესა თუ ის გადაწყვეტილება შეიძლება გამოყენებული იქნას ამ მოძრაობაზე ზეწოლის ბერკეტად, რათა აიძულონ, დაიცვას ადამიანის უფლებები.