მედია - ავღანეთის საკითხთან დაკავშირებით „დიდი ოცეულის“ შეხვედრა სექტემბერში უნდა გაიმართოს
მედია - ავღანეთის საკითხთან დაკავშირებით „დიდი ოცეულის“ შეხვედრა სექტემბერში უნდა გაიმართოს

ავღანეთის საკითხთან დაკავშირებით „დიდი ოცეულის“ შეხვედრა სექტემბერში უნდა გაიმართოს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა „ილ ჯიორნალეავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, შეხვედრა თვის პირველ ან მესამე კვირაში გაიმართება, ისე რომ არ მოხდეს გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის გადაფარვა, რომელიც თავის მხრივ სექტემბერში, ნიუ-იორკში ჩატარდება. აქვე, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის G20-ის სამიტი ფიზიკური სახით ქალაქ რომში, თუ ვიდეო-კონფერენციის საშუალებით გაიმართება.

იტალია ამჟამად „დიდ ოცეულს“ თავმჯდომარეობს.

ავღანეთის საკითხთან დაკავშირებით სამიტის მზადების თაობაზე 19 აგვისტოს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ განაცხადა.