მედია – აშშ-სა და ირანს შორის შუამავალი, პაკისტანის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი ასიმ მუნირი თეირანში მედიაციისთვის იმყოფება

16:59, 24.08.2026

პაკისტანის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი ასიმ მუნირი, როგორც აშშ-სა და ირანს შორის შუამავალი, თეირანში მედიაციისთვის იმყოფება. გავრცელებული ცნობით, ის სულიერი ლიდერის გარემოცვას უნდა შეხვდეს.

როგორც ცნობილია, ასიმ მუნირი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან პირდაპირ კონტაქტზე იმყოფება და ანგარიშსაც პირადად აბარებს.

პაკისტანური წყაროები იუწყებიან, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა გასულ კვირას, სატელეფონო საუბრისას მუნირს ირანის მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება სთხოვა.

ტრამპის ადმინისტრაცია დღეიდან ირანის წინააღმდეგ „ფინანსურ შეტევაზე“ გადასვლას გეგმავს. როგორც ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, „დაიწყება  ყველაზე მასშტაბური ფინანსური შეტევა, რომელიც ოდესმე მოწინააღმდეგის მიმართ განხორციელებულა“.

„პრეზიდენტმა შექმნა პირობები ყველა იმ უწყების, სტრუქტურისა და უფლებამოსილების ამოქმედებისთვის, რომელთა გამოყენებაც, როგორც გვეგონა, არ დაგვჭირდებოდა“, – წერს ბესენტი სოციალურ ქსელ „იქსში“.

როგორც მედია წერს, აშშ-ის მუქარა, რომ შეწყდებოდა ნავთობის ყველა სახის ექსპორტი, ირანმა უგულებელყო და განაცხადა, რომ საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვების წესების დარღვევის შემთხვევაში, გემებს ჰორმუზის სრუტეში შემდგომი გადაადგილებისას შეზღუდვები დაუწესდებათ, მათ შორის დაეკისრებათ ჯარიმები და შესაძლოა, მოხდეს მათი დაკავებაც. ასევე, შესაძლებელია მათი კონფისკაცია.

მსგავსი