ანჯეი დუდამ, შესაძლოა, დონალდ ტუსკის მიერ შერჩეული ევროკომისრის კანდიდატურა დაბლოკოს
ანჯეი დუდამ, შესაძლოა, დონალდ ტუსკის მიერ შერჩეული ევროკომისრის კანდიდატურა დაბლოკოს

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ, შესაძლოა, პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის მიერ შერჩეული ევროკომისრის კანდიდატურა დაბლოკოს.

ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

სხვადასხვა პოლონური გამოცემა ბოლო დღეების განმავლობაში წერდა, რომ ტუსკი ევროკომისიის ახალ შემადგენლობაში პოლონეთის წარმომადგენლად საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის წარდგენას აპირებს. პოლონეთის მხრიდან ევროკომისრების კანდიდატურების წარდგენისთვის აუცილებელია როგორც პრემიერის, ისე პრეზიდენტის თანხმობა.

ჟურნალისტების თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ასევე ეჭვქვეშ დააყენა დიპლომატიურ მისიებში ტუსკის მთავრობის მიერ შეთავაზებული ცვლილებები.