მედია - ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ „ჰამასს“ ალ-შიფას საავადმყოფოს ქვემოთ სამეთაურო ქსელი აქვს
მედია - ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ „ჰამასს“ ალ-შიფას საავადმყოფოს ქვემოთ სამეთაურო ქსელი აქვს

ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ „ჰამასს“ ალ-შიფას საავადმყოფოს ქვემოთ სამეთაურო ქსელი აქვს, იყენებს საავადმყოფოსთვის განკუთვნილ საწვავს, ასევე მისი მებრძოლები რეგულარულად იკრიბებიან ალ-შიფაში და მის გარშემო.

ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც გასულ კვირას თეთრი სახლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საავადმყოფო, რომელიც ყველაზე დიდია ღაზაში, მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის სამკურნალოდ არ გამოიყენება.

ისრაელის მთავრობამ განაცხადა, რომ მათ შექმნეს საევაკუაციო დერეფნები და მოითხოვეს მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანა.

„არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ჩვენ არ შეგვიძლია პაციენტების ადგილიდან გაყვანა, ნაცვლად იმისა, რომ „ჰამასს“ მივცეთ საშუალება, გამოიყენოს იგი ტერორიზმის სამეთაურო ცენტრად“, – აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ „სიენენთან“ საუბრისას.