მეცნიერებმა ოქროს თევზს საკუთარი ავზის გადაადგილება ასწავლეს — #1tvმეცნიერება
ისრაელში, ნეგევის ბენ-გურიონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადგინეს, თანდაყოლილი სანავიგაციო უნარების წყალობით, ოქროს თევზმა შეძლო, რობოტული სატრანსპორტო საშუალება ხმელეთზე, სამიზნისკენ წაეყვანა, თუკი ამის ნაცვლად საკვებს მისცემდნენ.
უჩვეულო ექსპერიმენტის ჩასატარებლად, მკვლევართა ჯგუფმა თევზი მოტორიზებულ თვლებზე დადგმულ ავზში ჩასვა.

კამერების სისტემა თევზის წყალში მოძრაობებს იწერდა და მას სანავიგაციო მიმართულებებად თარგმნიდა — აპარატს იმ მიმართულებით ამოძრავებდა, საითაც თევზი მინას ეჯახებოდა.
უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ თევზს ტრანსპორტი ვიზუალური სამიზნისკენ მიჰყავს; სამიზნეს კი წარმოადგენს საექსპერიმენტო ოთახის კედელზე არსებული ფერადი ნიშანი, რომელიც მკაფიოდ ჩანს ავზის ყველა გვერდიდან.
I am excited to share a new study led by Shachar Givon & @MatanSamina w/ Ohad Ben Shahar: Goldfish can learn to navigate a small robotic vehicle on land. We trained goldfish to drive a wheeled platform that reacts to the fish’s movement (https://t.co/ZR59Hu9sib). pic.twitter.com/J5BkuGlZ34
— Ronen Segev (@ronen_segev) January 3, 2022
როცა თევზმა მანქანა ამ ნიშნამდე მიიყვანა, ჯილდოდ საკვები მისცეს.
„რამდენიმე დღიანი წვრთნის შემდეგ, თევზმა სამიზნისკენ ნავიგაცია ისწავლა. გარდა ამისა, მან ეს მაშინაც კი შეძლო, თუ შუა გზაზე ხელს უშლიდნენ ავზის კედელზე დარტყმით და თუ მკვლევრები ცრუ სამიზნით არ ატყუებდნენ“, — წერია პრესრელიზში.
მკვლევართა განცხადებით, ეს კვლევა მიუთითებს, რომ სანავიგაციო უნარი უფრო უნივერსალურია, ვიდრე გარემოსთვის სპეციფიკური.
კვლევა Behavioural Brain Research-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.