მეცნიერების მტკიცებით, ქალისა და კაცის ტვინს შორის განსხვავება არ არსებობს
მეცნიერების მტკიცებით, ქალისა და კაცის ტვინს შორის განსხვავება არ არსებობს

ქალისა და მამაკაცის თავის ტვინის შედარებამ აჩვენა, რომ მნიშნელოვანი განსხვავება სქესებს შორის არაა.

ებრაელი მეცნიერების ჯგუფმა თელ-ავივის უნივერსიტეტიდან დაფნი ჯოელის ხელმძღვანელობით, დაახლოებით 1400 ადამიანის თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრამა ჩაატარა. მიღებული მონაცემები 4 კატეგორიად დაყვეს.

მეცნიერებმა ტვინის სხვადასხვა ნაწილები შეისწავლეს და განსაზღვრეს სქესზე დამოკიდებულება. შედეგად, დააგდინეს თუ რამდენადაა წარმოდგენილი „კაცური“ და „ქალური“ მახასიათებლები კვლევის ობიექტებში.

მონაცემების დამუშავების შედეგად, აღმოჩნდა, რომ კვლევის მონაწილეთა 23-53%-ის ტვინს მინიმუმ ერთი „კაცური“ და ერთი „ქალური“ სეგმენტი ჰქონდა. სრულიად „კაცური“ ან სრულიად „ქალური“ თავის ტვინი მონაწილეთა მხოლოდ 0-8%-ს აღმოაჩნდა. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანის თავის ტვინი წარმოადგენს ორივე სქესის თვისებების ერთგვარ მოზაიკას და შუალედურია საერთო თვისებებში, რაც შეუძლებელს ხდის წმინდა „კაცური“ ან „ქალური“ ტვინის განსაზღვრას.

თანამედროვე ფსიქოლოგიაში მტკიცედაა ფესვგადგმული გენდერული განსხვავება ტვინის აქტივობის დონეზე. მაგალითად, ხშირად წარმოსახავენ კონტრასტს „ქალურ ემოციურობასა“ და „კაცურ გონივრულობას“ შორის, რითაც საზოგადოების მიერ ტვინის აგებულების შესახებ არსებული ფაქტების იგნორირება ხდება.

წყარო: theguardian.com