მეცნიერებათა აკადემიაში ილია მეორის მხარდამჭერი შეხვედრა გაიმართა
მეცნიერებათა აკადემიაში ილია მეორის მხარდამჭერი შეხვედრა გაიმართა

მეცნიერებათა აკადემიაში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის მხარდამჭერი შეხვედრა გაიმართა. შეკრებას აკადემიკოსი რამაზ ხუროძე ხელმძღვანელობდა.

მეცნიერებათა აკადემიის წევრებმა, აკადემიკოსებმა და წევრ-კორესპონდენტებმა ბოლო დროს საქართველოს საპატრიარქოში განვითარებული მოვლენების შესახებ იმსჯელეს და ილია მეორეს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

„ჩვენ ვთვლით, რომ ეს ყველაფერი მიმართულია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ჩვენ დღესაც ყველანი მოწოდებულნი ვართ, რომ დავიცვათ მართლმადიდებლობა, დავიცვათ ჩვენი რელიგია და ასე გავამაგროთ ჩვენი ქვეყანა. ქართველმა კაცმა უნდა მოზომოს, რას ლაპარაკობს და როგორ ლაპარაკობს. ყველას მოგიწოდებთ, რომ დავუდგეთ გვერდით ჩვენს ქვეყანას, დავუდგეთ გვერდით პატრიარქს და გავამაგროთ ჩვენი ქვეყანა“,- განაცხადა აკადემიკოსმა, რამაზ ხუროძემ.