დეპუტატებმა ოჯახური მდგომარეობის მოტივით 1430 სხდომა გააცდინეს
დეპუტატებმა ოჯახური მდგომარეობის მოტივით 1430 სხდომა გააცდინეს

მეცხრე მოწვევის პარლამენტის საქმიანობის პირველ წელს პლენარული სხდომების საპატიო მიზეზით გაცდენის 2119 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშში, რომელიც 2016 წლის 18 ნოემბრიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ დეპუტატებმა 2119 შემთხვევიდან ოჯახური მდგომარეობის მოტივით 1430 სხდომა გააცდინეს, რაც საპატიო მიზეზით გაცდენილი შემთხვევების 68 პროცენტს უდრის.

ორგანიზაციის ინფორმაციით, საპატიო მიზეზით ყველაზე მეტი პლენარული და კომიტეტის სხდომა კობა ნაყოფიამ გააცდინა, არასაპატიო მიზეზით კი ყველაზე მეტი გაცდენა უმრავლესობის რიგებიდან შოთა შალელაშვილს აქვს, ხოლო უმცირესობიდან – გიორგი ტუღუშს.